მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება

5dff08f940788
BM.GE
22.12.19 10:08
1049
დღეს 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა. დელეგატების რეგისტრაციის პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.

ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის წესდება. დელეგატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ნდობას გამოუცხადებენ მმართველი ორგანოს - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს. ღონისძიებაზე წარადგენენ პარტიის ხედვას. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პარტიის ლოგოს, სლოგანის და სხვა ატრიბუტიკის წარდგენა. პირველად გაჟღერდება პარტიის ჰიმნი.