მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პოლიტიკური შეზლონგებიდან წამოდგომის დროა“ - წალენჯიხის მერი ოპოზიციაზე

633e977b950c2
თელარა გელანტია
07.10.22 00:05
746
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ხარჩილავას აზრით, მიუხედავად გარკვეული ნიჰილიზმისა, რომელიც საქართველოშია, მოქალაქეებში არის ცვლილებების იმედი და ენერგიაც, რომლის მართვა ოპოზიციის პრეროგატივაა.

ამის შესახებ საქართველოს მასშტაბით, ერთადერთმა ოპოზიციურმა მერმა BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების და კერძოდ, ოპოზიციის საქმიანობის შეფასებას შეეხებოდა.

„პოლიტიკური შეზლონგებიდან წამოდგომის დროა“, - ამბობს გიორგი ხარჩილავა და ოპოზიციას ერთიანი სამოქმედო გეგმის წარმოდგენას ურჩევს.

„აგვისტო ძალიან გაგვიგრძელდა. პოლიტიკური შეზლონგებიდან წამოდგომის დროა. ოპოზიცია უნდა შეიკრიბოს და დადოს გეგმა, რას ვეუბნებით ამომრჩეველს.

რის გარშემო უნდა შეიკრიბონ? - რა თქმა უნდა, კონსტიტუციის გარშემო, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ხელისუფლების უზურპაცია ვერ შეძლოს და არასდროს არ იყოს ბიუჯეტი პარტიული სალარო; მოხდეს ხელისუფლების ნამდვილი დეცენტრალიზაცია. სასამართლო კი უნდა გახდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტი და თავისუფალი ადამიანი უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს; როდესაც ამ პროდუქტს დავუდებთ მოსახლეობას, შემდეგ ოპოზიცია უნდა გაიშალოს თავის პოტენციურ ამომრჩევლებთან და უთხრას, ნათლად განუმარტოს, თუ რისთვის იბრძვის", - განაცხადა გია ხარჩილავამ.