მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია - იწვოდა ბუჩქები და ტყის ქვედა საფარი

5e3db17ab09da
BM.GE
07.02.20 22:47
954
თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური იტყობინება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შესული ინფორმაციის თანახმად, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ იწვოდა ბუჩქები და ტყის ქვედა საფარი.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. ხანძრის ქრობას, ასევე, ართულებდა ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ჩაქრობა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩება", - წერია უწყების განცხადებაში.