გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა , ზურაბ პოლოლიკაშვილმა BBC-ის ეთერში ტურიზმის სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა. პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, რომ სექტორი, რომელიც წამყვანია სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, უნდა აღდგეს შეძლებისდაგვარად მალე.
„ჩვენ დღეს არაორდინალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, თითქმის 170 ქვეყნის საზღვრებია ჩაკეტილი, შეწყევტილია მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ტურიზმი არის სწორედ ის სექტრორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ახალი კორონავირუსის პანდემიისგან. გადაიდო მეგაღონისძიებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორიც არის „ოკტობერფესტი“, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, დუბაის გამოფენა“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა BBC-ისთან ისაუბრა მოკლევადიან და შედარებით გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომლის მიზანიც ტურიზმის სექტორის გახსნაა. მისი განცხადებით, მთავარია, უსაფრთხო მოგზაურობის სტრატეგია იქნას შეთავაზებული ტურისტებისთვის, მაგალითად როგორიც არის მკაცრი კონტროლი საზღვრებთან.
„ცხადია, ტურისტები მოგზაურობას ხვალიდან ვერ დაიწყებენ, მაგრამ ტურიზმის გახსნის მნიშვნელოვანია ნაწილია მკაცრი კონტროლის დაწესება საზღვრებთან. ასევე უსაფრთხო მოგზაურობაში უნდა დაგვეხმარონ ავიაკომპანიები. ჩვენ თითოეული ქვეყნისთვის ვამზადებთ გაიდლაინებს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიდგას ეტაპობრივი ნაბიჯები. პირველ რიგში, ტურიზმის გახსნა შიდა, ადგილობრივი მოგზაურობებით დაიწყება. შედარებით გრძელვადიანი სტრატეგია იქნება საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა. ასე რომ „დარჩი სახლში“ დღეს ნიშნავს, რომ ხვალიდან ჩვენ შევძლებთ საზღვრების გახსნას“,- განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის განცხადებით, ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორი ევროკავშირის ფონდიდან 20% -25%-იან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვული სირთულეების დასაძლევად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება