05.სექტემბერი .2019 11:52

პოლონეთი სამხედრო მოდერნიზაციისთვის $47 მილიარდს გამოჰყოფს

უკან

პოლონეთის არმიის მოდერნიზაციისთვის 2026 წლამდე ქვეყნის ბიუჯეტიდან 42,4 მილიარდ დოლარი დაიხარჯება.

როგორც უცხოური გამოცემები ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყებიან, პოლონეთის ავიაციამ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 32 ამერიკული გამანადგურებელი „ეფ-35“ დამატება გადაწყვიტა, რომელსაც ამერიკისგან უახლოეს პერიოდში შეიძენენ.


ამას გარდა, ოფიციალურმა ვარშავამ შტატებს თხოვნით მიმართა, გასცეს ნებართვა, რათა პოლონეთმა  სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავ „ჰერკულესისა“ და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ FGM-148  ჯაველინის“  ყიდვა მოახერხოს.