მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი სამხრეთ კორეისგან $5.8-მილიარდის ტანკებს შეიძენს

630e2571dafae
BM.GE
30.08.22 18:44
1035
სამხრეთ კორეის ორმა კომპანიამ პოლონეთთან ჯავშანტექნიკის გაყიდვის $5.76-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა. მხარეებს შორის შეთანხმება პარასკევს გაფორმდა და მის შედეგად, სამხრეთ კორეა ევროპაში ჯავშანტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება. 

Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთი შეიძენს Hyundai Rotem Co-ს მიერ წარმოებულ 180 ერთეულ K2 ტიპის ტანკებს ასევე დაუზუსტებელი რაოდენობის K9 ტიპის ჰაუბიცებს. 

პოლონეთი კორეისგან ავიაციის შეძენასაც გეგმავს. საუბარია FA-50-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავზე. ამ ხომალდს კომპანია Korea Aerospace Industries-ი ამერიკულ Lockheed Martin-თან ერთად აწარმოებს. მთლიანობაში სამხედრო ხელშეკრულების მოცულობა $15 მილიარდ დოლარამდეა.