მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთი საქართველოდან და კიდეც 9 ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის

60d1f7efbc03c
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.21 19:34
1459
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, საქართველოდან და კიდევ 9 ქვეყნიდან ჩასული მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას COVID-19-ზე ნეგატიური ტესტის პასუხის საფუძველზე შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაცია Schengenvisainfo-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

Schengenvisainfo.com-ის მიხედვით, პოლონეთში შესვლას ტესტზე ნეგატიური პასუხის საფუძველზე საქართველოს გარდა შემდეგი ქვეყნები შეძლებენ:

• აშშ
• იაპონია
• კანადა
• ახალი ზელანდია
• ტაილანდი
• ტუნისი
• ავსტრალია
• ისრაელი
• სამხრეთ კორეა

პოლონეთის მთავრობის განცხადებითვე, კორონავირუსის გამოსავლენი ტესტის ხარჯების გაწევა თავად მგზავრებს მოუწევთ.