30.აგვისტო .2019 21:50

პოლონეთი უკრაინას აშშ-სგან მიღებულ გათხევადებულ ბუნებრივ აირს მიყიდის

views 1285
უკან

პოლონეთი დათანხმდა, რომ უკრაინას აშშ-დან თხევადი სახით მიღებული ბუნებრივი აირი მიყიდოს.

პოლონეთის ენერგეტიკული კომპანია PGNiG-ის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ აშშ-სგან ნაყიდი თხევადი გაზისგან მიიღებულ ბუნებრივ აირს უკრაინას 2019 წლის ბოლოსთვის მიაწვდიან.

როგორც ცნობილია, პოლონური კომპანია PGNiG თხევად ბუნებრივ აირს აშშ-დან იღებს, შემდეგ კი ბალტიის ზღვის სანაპიროსთან მდებარე, ლეხ კაჩინსკის სახელობის ტერმინალში, მის კვლავ გაზად გარდაქმნას ახდენს. აღნიშნული ბუნებრივი აირი მილსადენების მეშვეობით შემდგომში უკრაინას მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ლიდერმა ვლადიმერ ზელენსკიმ შტატებიდან ბუნებრივი აირის პოლონეთის გავლით უკრაინისთვის მიწოდების საკითხზე, მაისის თვეში აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრთან ისაუბრა და საკითხის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

აღნიშნული გზით უკრაინა საკუთარი ენერგომოხმარების 10%-ის დაფარვას გეგმავს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა