მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთში სკოლები და რესტორნები დაიკეტება, მიზეზი covid-19-ია

5f92bb8f480ad
ნათია თაქთაქიშვილი
23.10.20 19:15
1052
პოლონეთში კორონავირუსის დაწყებითი სკოლები და რესტორნები დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ პოლონეთში ახალი კორონავირუსის ზრდის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ მიიღო.

პოლონეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის რეკორდული - 13 632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყნის დიდ ქალაქებში შეზღუდვები უკვე მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან დამატებითი რეგულაციები მთელი პოლონეთის მასშტაბით შევა ძალაში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 228 000-ზე მეტი შემთხვევა, დაღუპულია 4 172 ადამიანი.