მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პომონას” 600-ტონიანი სამაცივრე მეურნეობა გაზაფხულზე ამოქმედდება

61c1ab5d4af8d
მარიამ იზორია
27.12.21 10:15
1041
კოოპერატივი “პომონა”, რომელიც გორის რაიონში 12 ჰექტარზე ვაშლისა და ბალის წარმოებით არის დაკავებული, გაზაფხულისთვის 600-ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მშენებლობას დაასრულებს.

როგორც bm.ge-ს კოოპერატივის თანადამფუძნებელმა გიორგი ფურცელაძემ განუცხადა, "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში, “პომონამ", დაახლოებით, 500 000 ლარის სესხი აიღო, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.

ამასთან, მისივე თქმით, სამომავლოდ კოოპერატივი მსხლისა და სუფრის ყურძნის წარმოებასაც დაიწყებს.

“სამაცივრე მეურნეობა გაზაფხულზე უკვე ამოქმედდება. მისი საშუალებით პროდუქტს ჯანსაღად შევინახავთ და ეტაპობრივად გავყიდით. წელს ვაშლის 200 ტონა მოსავალი ავიღეთ, პროდუქტი კარგი ხარისხის იყო და არც რეალიზაცია იყო პრობლემა; აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ვაშლი რუსეთშიც გავყიდეთ, თუმცა წელს ექსპორტი გაჩერდა, რადგან რუსეთს დიდი მოსავალი ჰქონდა”, - განმარტავს კოოპერატივის თანადამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის: კოოპერატივი “პომონა” ჯამში, დაახლოებით, 3 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციით დაფუძნდა, საიდანაც ნაწილი გრანტი იყო, ნაწილი კი - "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში აღებული სესხი. “პომონა” სეზონზე - 30-ს,  ხოლო არასეზონზე 5 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი საქართველოა.