მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პომპეო გახარიას: FDI-ის მოსაზიდად სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია

5f1f3df354520
თამთა ჯიჯავაძე
28.07.20 00:36
1723
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მან ასევე გააფრთხილა საქართველოს მთავრობა სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გახარიასა და პომპეოს საუბრის შემდეგ გაავრცელა.

როგორც თავად პომპეომ „ტვიტერზე“ დაწერა, აშშ-ი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს რუსეთის ოკუპაციის პირობებში. მან ასევე ყურადღება მოსალოდნელ არჩევნებზე გააკეთა:

„დღეს ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოქტომბერში, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობასთან დაკავშირებით", – დაწერა მაიკ პომპეომ.

საკითხები, რაზეც გახარიამ და პომპეომ ისაუბრეს