მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პომპეო: TSMC-ს $12 მლრდ-იანი ინვესტიცია ჩინეთისგან აშშ-ს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას გაზრდის

5ebe64385d56a
ნათია თაქთაქიშვილი
15.05.20 19:40
1117
ჩიპების მწარმოებელი კომპანია Taiwan Semiconductor Manufacturing Co’s (TSMC), რომელიც კომპანია APPLE-ს ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელია, აცხადებს, რომ აშშ-ში 12 მილიარდი აშშ დოლარის დაბანდება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კომპანია აშშ-ში, კერძოდ არიზონაში, ჩიპების მწარმოებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნსი მაიკ პომპეოს განცხადებით, ეს ინვესტიცია აშშ-სა და ტაივანის პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

"TSMC-ის ქარხანა არიზონაში და $12 მილიარდის ინვესტიცია, გაზრდის აშშ-ს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ჩინეთისგან", - განაცხადა მაიკ პომპეომ.