მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პომპეოს ვიზიტის პარალელურად, რუსთაველზე აქციას “ლელოს” ლიდერებიც შეუერთდნენ

5fb4dfd9291f0
BM.GE
18.11.20 12:46
526
რუსთაველის გამზირზე მაიკლ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მოსახლეობა და ოპოზიციური პარტიები აქციას მართავენ და არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ - აქციას “ლელოს” ლიდერებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ bm.ge-ის პარტიიდან აცნობეს.

აქცია, თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტის პარალელურად გაიმართება. ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.

აქციის დაწყებამდე “ლელოს” ლიდერებმა კომენტარები გააკეთეს და დღევანდელი აქციის მთავარ მესიჯზე ისაუბრეს.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის მედეა მეტრეველის თქმით, დღევანდელი აქცია, იქნება კონკრეტული გზავნილი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას.

“დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეგუება არჩევნების გაყალბებას და მათი ხმების მოპარვას. არჩევნების გაყალბება არის პირდაპირ პროპორციული ჩვენი ქვეყნის უპერსპექტივობასთან და ჩვენი შვილებისთვის მომავლის წართმევას. ამიტომაც დღევანდელი აქცია, იქნება კონკრეტული გზავნილი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას. იმედი გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომ ამ კუთხით ჩვენი ქვეყნის სოლიდარულები იქნებიან,”-განაცხადა მეტრეველმა.

“შიდაპოლიტიკური ვითარების მიუხედავად არ მიადგება ჩრდილი. ჩვენ ვართ მზად მივიღოთ მათი მხარდაჭერა, რომელსაც ამ ვიზიტისგან ველოდებით”, - ამის შესახებ აქციის დაწყებამდე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ ისაუბრა.

დღევანდელი ჩვენი შეკრება არის გზავნილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერ ამერიკისთვის. ამით ჩვენ ვაჩვენებთ ცივილიზებულ მსოფლიოს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა ტოტალურად, ძალისმიერი მეთოდებით. ჩვენი პროტესტი არ არის ხმაურიანი, ჩვენ გვესმის, პომპეოს ვიზიტის მასშტაბურობა, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას აშშ-ს გენერალური მდივნისადმი და იმასაც ვუსვამთ ხაზს, რომ შიდაპოლიტიკური ვითარების მიუხედავად არ მიადგება ჩრდილი. ჩვენ ვართ მზად მივიღოთ მათი მხარდაჭერა, რომელსაც ამ ვიზიტისგან ველოდებით,” - განაცხადა გალდავამ.

“მიტაცებული არჩევნების მშვიდობიანად გაპროტესტება და მადლობა აშშ-ს წლების განმავლობაში საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობისთვის, “ლელო” ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეს დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯებია.

“საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი. ამ დროს მნიშვნელოვანია გზავნილები რომლითაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა საქართველოში. ჩვენი მთავარი სათქმელი ამ აქციით არის, პირველ რიგში მადლობა, იმისთვის, რომ წლებია ამერიკა საქართველოს სტრატეგიული მეგობარია. ასევე გვინდა ამ აქციით კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება, მიტაცებულ არჩევნებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებზე. დარწმუნებული ვართ რომ პომპეოს აქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ჩვენ ჩვენის მხრივ არ შევეგუებით არჩევნების მიტაცებას,”- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

აქციაზე იმყოფება “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშიაც. რომელმაც აქციის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

“მადლობა აშშ-ს რომ ყოველთვის გვერდით გვიდგას და ჩვენი ინტერესების დაცვაში გვეხმარება. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ეს არის საერთაშორისო მედიის, აშშ-სა და ჩვენი დასავლელი მეგობრების მიმართ ჩვენი ხმის გაგონება, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, დემოკრატია საფრთხეშია, სამართლიანი საარჩევნო სისტემა არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ გვსურს ჩვენი ხმის გაგონება მაილ პომპეოსათვის,” - აცხადებს სამუშია.
(NS)