Porsche-მ საზოგადოებას თავისი პირველი სრულიად ელექტრო სპორტული ავტომობილი წარუდგინა, მსოფლიო პრემიერა ერთდროულად სამ კონტინენტზე გაიმართა.
„Taycan-ი აკავშირებს ჩვენს მემკვიდრეობას მომავალთან. მას წინა პლანზე გამოაქვს ჩვენი ბრენდის წარმატება - ბრენდის, რომელიც ხიბლავს და აღაფრთოვანებს ხალხს მსოფლიო მასშტაბით უკვე 70 წელზე მეტია“ - განაცხადა ბერლინში მსოფლიო პრემიერაზე Porsche-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ოლივერ ბლუმმა. ოთხკარიანი სპორტული სალონი უნიკალური კომპლექტია, რომელიც გთავაზობთ ტიპურ Porsche-ს მახასიათებლებსა და კავშირს ყოველდღიურ გამოყენებასთან. „ჩვენ შეგპირდით ნამდვილ Porsche-ს, ელექტრომობილების ხანაში გასაოცარ სპორტულ ავტომობილს, რომელიც აღგაფრთოვანებთ ტექნოლოგიებითა და მართვის დინამიკით, სწორედ ახლა ვასრულებთ ამ დაპირებას“, - აღნიშნა Porsche AG-ის კვლევისა და განვითარების აღმასრულებელი საბჭოს წევრმა მაიკლ შტაინერმა.
ახალი სერიის პირველ მოდელებს წარმოადგენენ Taycan Turbo და Taycan Turbo S, სწორედ ესენია Porsche E-Performance-ის მოქმედების ეპიცენტრში და არიან ყველაზე მძლავრი წარმოებული მოდელებიდან, რომლებიც ამჟამად სპორტული ავტომობილების მწარმოებელს აქვს თავის ასორტიმენტში. შემდეგი მოდელი, რომელიც წლის ბოლოს დაემატება პორშეს ელექტრომობილების ახალ ხაზს, იქნება Taycan Cross Turismo. 2022 წლისთვის Porsche ექვს მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს ელექტრომობილებში. Taycan არის პირველი ავტომობილი, რომელსაც აქვს 800 ვოლტამდე სისტემური ძაბვა, ელექტრომობილებისთვის ჩვეულებრივი 400 ვოლტის ნაცვლად.
ეს გზაზე განსაკუთრებული უპირატესობაა Taycan-ის მძღოლებისთვის. ახალი მოდელი გამოირჩევა ექსტერიერის დიზაინით, Taycan-ი ახალ ეპოქას იწყებს და ამავდროულად ინარჩუნებს Porsche-ს დიზაინის ელემენტებს. წინა მხრიდან ის გამოიყურება განსაკუთრებულად ფართედ და თანაბრად გამოკვეთილი ფრთებით. სილუეტს ფორმას აძლევს სპორტული სახურავის ხაზი, რომელიც დახრილია უკანა მხარეს. ასევე, დამახასიათებელია უაღრესად დახვეწილი გვერდითი მონაკვეთები გლუვი სალონით, ასევე დამატებულია ინოვაციური ელემენტები, როგორიცაა Porsche-ს შუშის ეფექტის მქონე ლოგო, რომელიც ავტომობილის უკანა მხარეს ჩაშენებულია მანათობელ პანელში.
ინტერიერის უნიკალური დიზაინი ფართო მონიტორით არის გამორჩეული, კაბინა თავისი სტრუქტურით და მთლიანად ახალი არქიტექტურით იწყებს სრულიად ახალ ეპოქას. Taycan-ით Porsche პირველად გვთავაზობს ტყავისგან სრულიად თავისუფალ ინტერიერს. ინოვაციური რეციკლირებული მასალებისგან დამზადებული ინტერიერი ხაზს უსვამს ელექტრო სპორტული მანქანის მდგრად კონცეფციას. პორშე ცენტრი თბილისი Taycan-ის სრულ სამოდელო რიგს ქართველ მომხმარებელს 2020 წლის თებერვლიდან შესთავაზებს.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”
ივლისიდან დაიწყება მასობრივი იმუნიზაცია, დღეში 15 000-მდე ადამიანი უნდა აიცრას - გამყრელიძე
რა მიზანს ემსახურება 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება? - გამყრელიძის განმარტება
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა