მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პორშე ცენტრი თბილისის" ახალი შოუ-რუმის მშენებლობა დაიწყო ®

619c9043da2bf
BM.GE
23.11.21 11:19
987
„პორშე ცენტრი თბილისი“-ში შოუ-რუმის რეკონსტრუქცია და სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო. პრემიუმ ბრენდი მომხმარებელს უფრო კომფორტულ გარემოში, ახალი შეთავაზებებით მოემსახურება.

განახლებული სივრცე სრულად პორშეს თანამედროვე, უახლესი სტანდარტით მოეწყობა. შოუ-რუმი გაფართოვდება და ავტომობილების ახალ სამოდელო რიგთან ერთად, მომხმარებელს აქსესუარების ფართო სპექტრს შესთავაზებს. ადგილზე იქნება შესაძლებელი ავტომანქანის სალონისათვის სასურველი მასალის შერჩევაც.

მეტი კომფორტისათვის შოუ-რუმი და სერვისცენტრი ერთ სივრცეში განთავსდება. პორშეს მაღალკვალიფიციური მექანიკოსები, ახალ სერვისცენტრში ერთდროულად უფრო მეტი მომხმარებლის მომსახურებას შეძლებენ.

„პორშე ცენტრი თბილისი“ 10 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს. მომხმარებელს გერმანული ბრენდის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას ვთავაზობთ. პორშეს სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და გვინდა, რომ ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება გახდეს. მიხარია, რომ ჩვენი ახალი შოუ-რუმი მოგვცემს საშუალებას ქართველ მომხმარებელს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ“, - ამბობს Tegeta Premium Vehicles-ის დირექტორიპეტრე წაქაძე.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეში, 2022 წლის ივნისში დასრულდება. მანამდე კი „პორშე ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს „თეგეტა ჰოლდინგის“ ცენტრალური ფილიალის პირველ სართულზე ელოდება.