მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პორტუგალიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია

5e65f5108a889
ნათია თაქთაქიშვილი
09.03.20 12:10
1066
კორონავირუსის გამო, პორტუგალიის პრეზიდენტი თვითიზოლაციაშია. როგორც პორტუგალიური მედია იუწყება, მარსელუ რებელუ დი სოუზა რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სკოლაში, რომელიც მოგვიანებით „კოვიდ-19“-ის გამო დახურეს.

თუმცა პრეზიდენტის პრესსამსახური ამტკიცებს, რომ მარსელუ რებელუ დი სოუზასთან შეხვედრაზე ინფიცირებული ბავშვი ან მისი კლასელები არ იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, 14 დღე თვითიზოლაციაში გაატაროს.

როგორც პორტუგალიის პრეზიდენტი აცხადებს, ის ორი კვირის განმავლობაში საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს და საზღვარგარეთ დაგეგმილ ყველა ვიზიტს გააუქმებს.

9 მარტის მონაცემებით, პორტუგალიაში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევა ფიქსირდება და გარდაცვალების არცერთი ფაქტი.