პორტუგალიის ტურიზმის მინისტრის რიტა მარკესის განცხადებით, საზღვრების გახსნა იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ უსაფრთხოების ნორმები დაცული იქნება. ამის შესახებ განცხადება მან გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ფარგლებში ჟურნალისტებთან გააკეთა.
“ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ჯანდაცვა, თუმცა შემდეგ მოდის ეკონომიკა და ვიცით, რომ ეკონომიკის გაძლიერებისთვის საჭიროა საზღვრების გახსნა. ასე, რომ ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრები უნდა გაიხსნას, მაგრამ იმ პირობით, თუ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იქნება და თუკი ყველა ტურისტი, მგზავრი ამ წესებს დაიცავს. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ უსაფრთხოების წესების დაცვას“, - განაცხადა რიტა მარკესმა.
რაც შეეხება რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობისთვის, რიტა მარკესი ამბობს, რომ მთავრობის მიზანი სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ბიზნესის დახმარება უნდა იყოს.
„ტურიზმის სექტორში ყოველთვის გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პრიორიტეტები. მოკლევადიანი პრიორიტეტები ითვალისწინებს სამუშაო ადგილების შენარჩუნებას და იმას, რომ კომპანიები რთულ დროს გადარჩნენ. ამ კუთხით ჩვენი რჩევა საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება ის, რომ დაიცვან სამუშაო ადგილები და რამდენადაც შესაძლებელია დაეხმარონ კომპანიებს. მეორე არის გრძელვადიანი სტრატეგია. ტურიზმი დაბრუნდება, ვინაიდან ყველას გვიყვარს მოგზაურობა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ ახალი ტურიზმისთვის. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ და ტურიზმთან დაკავშირებული საკითხების გადასინჯვა უნდა მოვახდინოთ“,-განაცხადა რიტა მარკესმა.
შეგახსენებთ, რომ UNWTO-ს სხდომა საქართველოში, თბილისში იმართება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი