მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოსტკოვიდური სარეზერვო ფონდი და წამლის სუბსიდირება - კახაძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს

620e68eeab5ca
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.22 23:10
926
დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს შეფასება მის ორ ინიციატივასთან მიმართებით სთხოვა - ეს საკითხებია პოსტკოვიდური სარეზერვო ფონდის შექმნა და სახელმწიფოს მხრიდან წამლის სუბსიდირება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ორივე საკითხი მოსახლეობის ჯანმრთელობას უკავშირდება, რაც პოსტკოვიდურ პერიოდში მნიშვნელოვანია.

„დიდი გამოცდა მოუწყო პანდემიამ დედამიწას და მათ შორის ჩვენც. ამას გარკვეულწილად ხვალინდელი, არანაკლების გამოცდის დღე მოსდევს - პოსტკოვიდური პერიოდი, რა დროსაც სამედიცინო თვალით დანახული გართულებები გამოწვევის წინაშე დაგვაყენებს და მე როგორც გამოცდილ და ქვეყნისთვის მზრუნველ კაცს, კიდევ ერთხელ თქვენი აზრის დაფიქსირებას გთხოვთ ორ გარემოებაზე - პოსტკოვიდური სარეზერვო ფონდის შექმნის თაობაზე, რა აზრის ბრძანდებით, იმიტომ რომ თქვენ ხელგეწიფებათ ოპერატიული მართვა და ჯანმრთელობა გემადლიერებათ ძალიან დიდი დახმარებისთვის. ამ შემთხვევაში ამ სისტემის - ფონდის შესახებ თქვენი აზრის დაფიქსირებას გთავაზობთ.

მეორე - არანაკლები გამოწვევაა სახელმწიფოს და თქვენი როლის მონაწილეობაზე წამლის ფასწარმოქმნის მექანიზმში. თურქეთი მაქვს მხედველობაში, სადაც სახელმწიფო ძალიან პატრონობს თავის პროტექტორატის ქვეშ მყოფ მოსახლეობას. თქვენ როგორ ფიქრობთ, იქნებ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ამ კეთილშობილურ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოოდ პოტენციური პაციენტის კეთილდღეობას აისახება, წამლის სუბსიდირებაზე და ჩვენს მონაწილეობაზე ამ დიდ საქმეში რას ფიქრობთ“, - მიმართა ლადო კახაძემ ფინანსთა მინისტრს.