12.აპრილი .2020 09:05

"პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელი იქნება სამშენებლო სფერსოთვის დამატებითი მუხტის მიცემა"

views 1352
უკან

სრულად ვეთანხმებით იმ მიმართულებას, რაც აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს კრიზისის პერიოდში ინფრასტრუქტურული და სამშენებლო საქმიანობის აქტივობის უწყვეტობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ BM.GE-ის ჰაიდელბერგცემენტის რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი მახარობლიძემ განუცხადა.

„ჰაიდელბერგცემენტში“ მიიჩნევენ რომ პოსტკრიზისული პერიოდი რთული იქნება, ამიტომ მთავრობამ უნდა შეძლოს სხვადასხვა მექანიზმებით მხარდაჭერა აღმოუჩინოს სამშენებლო მასალების მწარებელ კომპანიებსა და ზოგადად სექტორს. ამასთან ირაკლი მახარობლიძე მიიჩნევს, რომ ბაზარზე პოსტკრიზისულ პერიოდში დემპინგის თემა ისევ გააქტიურდება და ამაზე დღესვე უნდა განისაზღვროს სამოქმედო გეგმა და ადგილობრივი წარმოებების მხარდამჭერი ნაბიჯები.

„პოსტკრიზისულ პერიოდში აუცილებელი იქნება დამატებითი მუხტის მიცემა ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სფეროსთვის, რომ მეტი აქტივობა შენარჩუნდეს ქვეყნის შიგნით, ეს სფერო უნდა ასაქმებდეს უფრო მეტ ადამიანს და უფრო მეტი თანხა მიეწოდებოდეს ქართულ ეკონომიკას.

ასევე ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ იმპორტის კუთხით შემომავალ სხვადასხვა უხარისხო სამშენებლო პორდუქციას, რომლის მაგალითებიც მრავლად გვქონია და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ დღეს დემპინგზე და იმპორტირებული მასალების ხარისხზე საუბარის დრო არ არის, თუმცა პოსტკრიზისულ პერიოდში ყველა ქვეყანა ეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს საექსპორტო პოტენციალი, შესაბამისად გაიზრდება სუფსიდიები ტრანსპორტის თუ წარმოების დანახარჯების კუთხით და კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან იმპორტიორი ქვეყნები, მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ირანი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ისედაც ასუბსიდირებდა ცემენტის ინდუსტრიას.

„საქართველოს ცემენტის ბაზარი საკმაოდ კარგი ტემპით იზრდებოდა ბოლო წლების განმავლობაში - 2020 წლის მარტის თვეშიც კი, მცირედი, თუმცა ზრდა დაფქისრდა. ქვეყანაში ცემენეტზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ვინაიდან ეხლა იქმნება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაბამისად ჯერ საკეთებელი კიდევ ბევრი გვაქვს და ვიმედოვნებთ ეს ტემპი და მოთხოვნა შენარჩუნდება“, - დასძენს „ჰაიდელბერგცემენტის“ რეალიზაციისა და მარკეტინგის დირექტორი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა