17.მარტი .2020 22:15

პოსტკრიზისულ პერიოდში ბიუროკრატია შემცირდება, რაც ეკონომიკას გააჯანსაღებს - G&T

views 272
უკან

“Galt&Taggart”-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, კრიზის და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ბიუროკრატია შემცირდება, რაც ეკონომიკის მოქნილობას და გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

„ბოლო წლების ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე მიმართული წარმატებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიული ბარიერების ზრდა და გადაწყვეტილებების გაჭიანურება სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი იყო ბიზნესის კეთებისთვის. კრიზისის და პოსტ-კრიზისულ პერიოდში ვფიქრობთ, რომ ეს ნაწილი გახდება უფრო ეფექტური და ეკონომიკის მოქნილობა გაიზრდება. ყველას გვესმის, რომ კრიზისს უნდა გავუმკლავდეთ და შემდეგ ეკონომიკა დაუბრუნდეს თავის მდგომარეობას. ვფიქრობთ, რომ ამ მხრივაც ეკონომიკა უფრო სწრაფად გაჯანსაღდება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა