მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოზიტიური სიგნალების მიუხედავად, აზიის საფონდო ბირჟებზე პესიმისტური განწყობაა

5daea1a686e54
მიხეილ ხაჩიძე
22.10.19 11:15
872
ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო გარიგების პერსპექტივის მიუხედავად, აზიურ საფონდო ბირჟებზე კვლავ ნეგატიური განწყობაა. ინვესტორები პესიმისტურად არიან განწყობილნი და ძვირადღირებული სვლებისგან თავს იკავებენ.


დასავლური ბიზნეს-პორტალების ცნობით, სამშაბათის ვაჭრობაზე, შანხაიშის საფონდო ბირჟა 0,1 პროცენტით შემცირდა, ხოლო საკვანძო კომპანიების ინდუსტრიის ინდექსმა Shenzen-მა 0.2 პროცენტი დაკარგა.  რაც შეეხება იაპონიის საფონდო ბირჟებს, ისინი დღესასწაულის გამო დახურულია.



შეგახსენებთ, რომ ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან შეთანხმებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ამას გარდა, თეთრი სახლის მრჩეველმა ლარი კუდლოუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი წარმატებით წარიმართება, დეკემბრისთვის ჩინურ პროდუქციაზე დაგეგმილი სადამსჯელო ტარიფები გაუქმდება.