მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოზიტივი დატოვა ბიძინამ, ახლა ახალგაზრდების ხელშია ყველაფერი – ლაშა პაპაშვილი

600d532ac4488
სალომე მეცხვარიშვილი
24.01.21 18:10
1729
პოზიტივი დატოვა ბიძინამ, ახლა ახალგაზრდების ხელშია ყველაფერი,– ასე აფასებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ის პოლიტიკიდან წავიდა.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მთავარ მონაპოვრად, ლაშა პაპაშვილს ადამიანებისა და ბიზნესის წნეხისგან გათავისუფლება მიაჩნია.

“ეგ იყო ყველაზე მთავარი და გარდამტეხი მისი მოსვლით, რომ გათავისუფლდა ბიზნესი, გათავისუფლდა ადამიანი...წინა მთავრობამ რაღაც სიკეთეები გააკეთა, მაგრამ თავადაც დაადასტურეს, რომ ინდივიდი იყო უარყოფილი, რაც სტალინს და ბერიას არ აპატია კაცობრიობამ”,– აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

მისივე განცხადებით, ამ 8 წლის განმავლობაში იყო პლუსებიც და მინუსებიც. დადებით მოვლენებს შორს ბიზნესმენი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ასახელებს, რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკას, ის ამბობს:

“შესაძლებლობები მეტი იყო. შეეძლოთ გამოეყენებინათ და მეტი გარდამტეხი რეფორმა ჩატარებულიყო ეკონომიკაში, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს. არაუშავს, ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს. მთავარია, პოზიტივი დატოვეს, პოზიტივი დატოვა ბიძინამ და ახლა ახალგაზრდების ხელშია ყველაფერი.

ის, რაც პოლიტიკაში ახლა ხდება, ჩემთვის მიუღებელია, მე უფრო დავუთმობდი ოპოზიციას. კონსოლიდაციაა უმთავრესი ის, რომ პოლარიზებული არ იყოს ერი. მთავარია, ჩემი პატარა ქვეყანა არ იყოს ასე დაპირსპირებული”,– აცხადებს ბიზნესმენი.