მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

609d104c64909
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.21 15:45
561
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ჩალიკ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს აჰმეთ ჩალიკს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის მიხედვით, შეხვედრაზე კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტები განიხილეს და ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრეს. ყურადღება კომპანიის მიერ საქართველოში საქმიანობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებზე გამახვილდა.

ადმინისტრაციის ცნობით, „ჩალიკ ჰოლდინგი” მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში, სხვადასხვა სექტორში ოპერირებს. ჰოლდინგს ათობით ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას „ჩალიქ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი ონურ იუჯექალი, „ჩალიქ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მთავარი მრჩეველი ჰაქი აქილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.