11.მარტი.2016 15:11
კრიპტოვალუტები, საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას სთხოვს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურის მოხსნას სთხოვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გიორგი გაფრინდაშვილს საკუთარი კანდიდატურის მოხსნას სთხოვს. პრემიერი თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ”დაძაბულს” უწოდებს და არჩევნების გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად ჩატარების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაძაბულობა მატულობს, ახალგაზრდები გამოთქვამენ პროტესტს კანცლერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურასთან დაკავშირებით. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია უმაღლეს სასწავლებლებში მმართველობის პროცესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ესკალაციის ფონზე გაჩნდა გარკვეული ეჭვები ხელისუფლების მხრიდან პროცესში ჩარევის კუთხით, მინდა, ვთხოვო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ვლადიმერ პაპავას, მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესის დამოუკიდებლობა და არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა; ასევე, მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენთვის ყველასთვის სათაყვანებელი ინსტიტუტი და ცოდნის ტაძარია. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე სახის ძალისხმევა დავაკლოთ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

15.აპრილი.2019 12:10
283

ირაკლი ლექვინაძე: აგარის შაქრის ქარხანა კონსერვაციის რეჟიმშია

ვრცლად
03.აპრილი.2019 13:28
653

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

ვრცლად
29.იანვარი.2019 12:33
3031

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

ვრცლად
15.იანვარი.2019 19:01
2663

ეფრემ ურუმაშვილი: "კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირდეს, მათი რეგულაცია დაგვიანებულიცაა"

ვრცლად
15.იანვარი.2019 17:20
1292

Bitcoin 10 წლისაა - რა ვიცით მისი რეგულაციის შესახებ?

ვრცლად
30.დეკემბერი.2018 12:00
779

როდის განთავსდება Bitfury საფონდო ბირჟაზე - კომპანიის პასუხი

ვრცლად