მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი - კანცლერის მიწვევით გერმანიაში ჩემი ვიზიტი იგეგმება

647ef54506a29
BM.GE
06.06.23 13:09
480
ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა კანცლერს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც იგი ყოველთვის ღიად აფიქსირებს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან, მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. მე მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს,“- განაცხადა პრემიერმა.