მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი - უახლოეს მომავალში მზად ვართ, ვაქცინაცია დავიწყოთ

6009299226818
ინგა მურუსიძე
21.01.21 11:12
722
როგორც ტექნიკურად, ისე მედპერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ვაქცინაციისთვის მზად ვართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცის სამინისტრომ დაასრულდა მუშაობა ვაქცინაციის გეგმაზე, რომლის შედგენაში დარგის სპეციალისტებთან ერთად, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები

გახარიას განცხადებით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს მოქალაქეების მინიმუმ 60%.

„პირველ ეტაპზე აიცრებიან მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ და ესენი არიან მედიკოსები,
ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში მყოფი მოქალაქეები, ხანდაზმულები 75 წლის ზემოთ და 60-75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე“, - განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს კოვაქს-პლატფორმაზე უკვე გაცხადებული აქვს, რომ ელოდება მილიონნახევარ დოზა ვაქცინას და ახლა მთავარია, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინაციისთვის იყოს მზად, რაც ასეც არის.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში ვაქცინის მისაღებად მზად ვართ. როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა სრულად პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს და ჩვენ უახლოეს მომავალში მზად ვართ, ვაქცინაცია დავიწყოთ“, - განმარტა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის მწარმოებლებთან და ქვეყნის პრინციპული პოზიციაა, რომ ქვეყანაში შემოვა მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა.