22.ოქტომბერი .2019 10:29

პრემიერი: რაც ხდება ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სახით, განსაკუთრებით აღსანიშნავია

views 464
უკან

“აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება შავი ზღვისპირეთში, ჩვენი ნავსადგურების როგორც - მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფორუმის მონაწილეთათვის მისასალმებელ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე პროექტები საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას კიდევ უფრო განამტკიცებს.

“აზიის და ევროპის უმოკლესი გზით დასაკავშირებლად საქართველო ჩართულია სხვადასხვა ინიციატივებში. ახალი სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიზნით, როგორიცაა შუა დერეფანი, ლაპის ლაზური და სხვა. საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირების და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართვას. სწორედ აღნიშნულის მისაღწევად, საქართველოში ხორციელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, ასევე ხორციელდება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურული მოდერნიზება. მაღალი ჩქაროსნული ავტო-საგზაო ინფრასტრუქტურაში საერიოზული ინვესტიციების განხორციელება და, რა თქმა უნდა, ამ გზების მოდერნიზაცია. აღსანიშნავია ყველაფერი, რაც ხდება შავი ზღვისპირეთში, ჩვენი ნავსადგურების როგორც მოდერნიზაციის, ასევე ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის", -  განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა