11.სექტემბერი .2020 15:48

პრემიერი 1 ოქტომბრამდე 7 ქალაქში სწავლის დაწყების გადადების მიზეზს განმარტავს

views 417
უკან

საქართველოს 7 დიდ ქალაქში სწავლის დაწყება 1 ოქტომბრამდე გადაიდო, - განცხადება უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. 

„ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, ისევე, როგორც ბათუმში, სწავლა გადაიდოს 1 ოქტომბრამდე დიდ ქალაქებშიც, ესენია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ფოთი და გორი. ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ისე სკოლებში დაიწყება 1 ოქტომბრიდან. ეს საჭიროა, რათა სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები და ამისთვის გვჭირდება ორი კვირა. ამის შემდგომ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერი მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესი დისტანციურად 15 სექტემბრიდან დაიწყება.