მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი 17:00 საათზე ბრიფინგს მართავს

5e95a67971cee
BM.GE
14.04.20 15:58
1602

პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია 17:00 საათზე ბრიფინგს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სავარაუდოდ, პრემიერ მინისტრი საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდის პანდემიდან გამომდინარე უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის 6 თვის განმავლობაში 150 ლარიანი დახმარების შესახებ, რის თაობაზეც გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდიდან გახდა ცნობილი

ასევე არ არის გამორიცხული, პრემიერ მინისტრმა ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმით დადგენილი წესების კიდევ უფრო მეტად გამკაცრების გადაწყვეტილება გააჟღეროს.