მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი 2020-ის ბიუჯეტზე: ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპი მკაცრად გაკონტროლდება

5d831c56f1a91
დავით ჯალაღონია
19.09.19 10:10
943
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება. ესაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული", – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, ორიენტირებული უნდა იყოს მოქალაქეზე.

„რა თქმა უნდა, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურა – კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში რა თქმა უნდა გაიზრდება. ესაც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქეების მოხმარებაზე, ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და ეკონომიკური ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", - პრემიერმა.