30.სექტემბერი .2019 12:09

პრემიერი 2020 წლის ბიუჯეტზე: ეს მოქალაქეების საჭიროებებზე დაყრდნობილი ბიუჯეტია

views 199
უკან

პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ–ერთი მთავარი პრინციპი მოქალაქეების საჭიროების მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ რიგგარეშე მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცებაა, რის შემდეგაც მთავრობა დოკუმენტს პარლამენტს გადაუგზავნის.

"ეს არის ჩვენი მოქალაქის უფრო მეტი შესაძლებლობების, მოქალაქეების საჭიროებებზე დაყრდნობილი ბიუჯეტი და ითვალისწინებს ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფების ინტერესებს. ესენია ბავშვები, პენსიონერები, ასევე, განსაკუთრებული ყურადღება იქნება ექიმებზე, ჯარისკაცებზე, მასწავლებლებზე, სამართალდამცველებზე და ა.შ

ბიუჯეტის ძირითადი პრინციპებია: მოქალაქისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა, ეკონომიკური განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და მესამე – ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა. აქ ვერ იქნება ვერანაირი კომპრომისი, ამიტომ ყველა ვალდებულება, რაც სამინისტროებს გააჩნიათ, დროულად უნდა იქნას შესრულებული", – განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ მთავრობა, სადაც შესაძლებელია, ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა