საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, აბასთუმანი სულ მალე გახდება საერთაშორისო დონის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის სამცხე-ჯავახეთს და მთლიანად საქართველოს.
ამის შესახებ გახარიამ ადიგენში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ - მინისტრის თქმით, ადიგენი ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იყო ყოველთვის და გახდება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რადგან აქ ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
„მოგეხსენებათ, რომ ხულო-ზარზმა დაიწყო და მალე ამას ბოლოში გავიყვანთ ისევე, როგორც ბაღდათი-აბასთუმანი დააკავშირებს ადიგენს ქუთაისის აეროპორტთან საათნახევრით უფრო მოკლე პერიოდში. გარდა ამისა, აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი, ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად ამ ხეობას, სამცხე-ჯავახეთს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ ამაზე რომ ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომლებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია, დაახლოებით, 512 მილიონი ლარი.
„ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომლებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. ყველაფერი არის სისტემური, ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რომელიც ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში კარგა ხანია მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ კიდევ დაგვჭირდება რაღაც დრო ერთად შრომით, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ წესრიგში. ეს სისტემური ინფრასტრუქტურა უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი თბილისში, ადიგენში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში - ერთ დონეზე უნდა შეეძლოთ ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ერთად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში თქვენ ყველამ კარგად ნახეთ, ჩვენ არ ვართ მომხრე პოპულიზმის და ბევრი ლაპარაკის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქმე. ამ საქმესაც ბევრი პიარი და რეკლამა არ სჭირდება იმიტომ, რომ ადამიანები ამას თვითონ ხედავენ ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?