მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ანაკლიის პორტს დღეს სერიოზული ინვესტორი არ ჰყავს, ეს არის პრობლემა

5d7f48fb38bf9
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.19 12:37
1881
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. 

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ დღეს ანაკლიის პორტის პროექტს პასუხისმგებლიანი ინვესტორი არ ჰყავს. 

"საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ამ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე -  წერილი, ოქმი, მოიტანოს გვანახოს. არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის საკითხი.

ანაკლიის პროექტი არ ეკუთვნის არცერთ პირს, ის ეკუთვნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებდით ვამბობდი, რომ მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორი.

ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა და უჭერს მხარს პროექტს და ასრულებს ყველა ვალდებულებას. ბოლო ქმედებები, რომლებიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არცერთი სერიოზული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი, პრაქტიკულად, არ დარჩა პროექტში", - ამბობს გახარია.