მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებას პასუხისმგებლიანი ინვესტორები სჭირდება

5d7f492277442
ლიკა გურაბანიძე
16.09.19 13:04
626
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად კონსორციუმში არ დარჩა,“ - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განაცხადა.

"ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ყოველთვის ვამბობდი, ის რომ წარმატებით განხორციელდეს მას პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები სჭირდება. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი ამაზე კიდევ რა შეიძლება რომ ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს", - აცხადებს გახარია.

მისივე შეფასებით, ანაკლიის ღრამწყლოვანი პორტის პრობლემა ისაა, რომ მას არ ჰყავს  პასუხისმგებლიანი, სერიოზული, კერძო ინვესტორები.

"სახელმწიფო პროექტს უჭერდა მხარს და დაუჭერს; რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არცერთი სერიოზული უცხოელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი, ფაქტობრივად, კონსორციუმში არ დარჩა და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, უბრალოდ, არასერიოზულია",  - განაცხადა გახარიამ.