მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ანტიკრიზისული გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და გააზრებული

5e7f29363f308
BM.GE
28.03.20 14:35
1426
პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა ჩამოყალიბებული და გააზრებული აქვს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ რუხში განაცხადა.

„გეგმა არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული, გააზრებული, რომლის ნაწილი უკვე წარდგენილ იქნა და შემდეგ ნაწილს ჩვენ რა თქმა უნდა წარვუდგენთ ჩვენს მოქალეებს“-განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, პრემიერი განმარტავს:

„იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს, ასეთი ტესტი, ისეთი ტესტი... ადამაინები, რომლებსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე, მედიცინასთან ახლოს არ გაუვლიათ.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვენლოვანია შემდეგი რამ, და საქართველო დღეს თუ შედარებით სხვეთან ნორმანულად უმკლავდება გამოწვევებს, იმიტომ, რომ ჩვენ ვუსმენთ პროფესიონალებს. როდესაც ეპიდემიოლოგებზეა საუბარი პოლიტიკოსებს კი არ ვუსმენთ , ვუსმენთ ეპიდემიოლოგებს.

როდესაც ეკონომიკაზეა საუბარი, ვზივართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მსხვილ საფინანსო ორგანიზაციებთან და მათთან ვსაუბრობთ. როცა მოქალქეების მიზნობრივ დახმარებაზეა საუბარი, პირდაპირ კავშირზე ვართ ჩვენს მოქალაქეებთან. და არავის რჩევა ასეთი სიტყვიერი, ჭორაობას დავარქმევდი, არ გვჭირდება.

თუ ვინმეს რამის თავი აქვს და შეუძლიათ ქვეყანას და მოქალქეებს დაეხმარონ, მოვიდნენ იქ, სადაც მოქალქეებს დახმარება სჭირდებათ განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს და იქ დაგვეხმარონ და არა ტელევიზორებიდან“-განაცხადა პრემიერმა.