მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს“ - ჯანდაცვის მინისტრი

620a345abf17d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.22 15:30
748
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

ზურაბ აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრის სიტყვები განმარტა და თქვა, რომ პრემიერს 2 აცრა აქვს გაკეთებული.

„რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორი დოზა გაკეთებული და ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ძალიან  აქტიურად იყო ჩართული; ასევე იმ სამოტივაციო სისტემაში, რომელიც 50 წელს ზევით თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ 200–ლარიანი და 100-ლარიანი ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში, აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, ანტივაქსერია თუ არა პრემიერი, ვფიქრობ, არასწორია.

აქვე დავამატებ იმას, რაც მან თქვა, მე ვისმენდი და ზუსტად გავიგე მისი ნათქვამი. ეს იყო ის, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც ამ ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს. მან თქვა, რომ ვირუსი ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო.

იცით, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებით „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც კონკრეტულად „ომიკრონის“ შტამზე მუშაობს“, - განაცხადა აზარაშვილმა.