მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: არ იქნება მარტივი შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, მაგრამ მოგვიწევს

5eb92e0d97149
ვიქტორია მღებრიშვილი
11.05.20 14:48
881
ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის საზღვრებს და პარტნიორებთან ერთად უსაფრთხო დერეფნებს შეიმუშავებს.

„როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება. ადაპტაცია უნდა გავიაროთ და უნდა ვისწავლოთ. როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას; არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას. ყველამ უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა... ვითარდებოდეს მაინც. პირველ რიგში, ეკონომიკურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი ახალ, სამწუხარო პირობებში, მაგრამ ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე.

არ იქნება მარტივი შევეგუოთ სოციალურ დისტანცირებას, პირბადეს, დისტანცირებულ შრომას, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რის პირობებშიც ჩვენ შეგვიძლია საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ტურიზმის ძალიან ფრთხილად გახსნას.  ამისთვის ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონში, ჩვენს მეზობლებთან და ევროპელ და არამხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, იმისთვის, რომ შევქმნათ უსაფრთხო დერეფნები.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე იქნება ჩვენთან ერთად, მაგრამ არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი ეკონომიკური ცხოვრება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.