მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: არავის უნდა მივცეთ უფლება, დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე

5ddf6a70c6408
დავით ჯალაღონია
28.11.19 10:25
846
პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, "პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შეიძლება – ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით". ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"ერთმნიშვნელოვნად ბოლო დღეების განმავლობაში აშკარად ჩანს, რომ ყველა ეს დესტრუქციული ქმედება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების, მიზნად ისახავს სახელმწიფოს ბლოკირებას, ამიტომ მინდა მოგიწოდოთ თითოეულ თქვენგანს, გავაორმაგოთ ჩვენი ყურადღება, კონცენტრაცია, რამეთუ ჩვეულებრივ რეჟიმში, ყოველდღიურად გავაგრძელოთ ეფექტური ფუნქციონირება სახელმწიფოს ინსტიტუტების, რამეთუ ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე, მასწავლებელზე, მედიკოსზე, პოლიციელზე, რიგით მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი მოვალეობა, რაც უნდა შევასრულოთ ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკურ პროცესში და ვინც არ უნდა ცდილობდეს სხვადასხვა დესტრუქციული ქმედებებით სახელმწიფოს ბლოკირებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური პროცესი არის პროცესი, რომელიც უნდა მიმდინარეობდეს მედიაში, პარლამენტში, შეიძლება – ქუჩაშიც, თუმცა კანონის სრული დაცვით და საბოლოო ჯამში, ეს არის პროცესი, რომელიც სრულდება ლოგიკურად – საარჩევნო უბანზე.

ჩვენი ვალდებულებაა, არ მივცეთ არავის უფლება, მიუხედავად მრავალგზის დესტრუქციული ქმედებებისა, სახელმწიფოს ბლოკირების მცდელობისა, რაიმე დესტრუქციული ქმედება გადმოვიდეს ჩვენს ბიუროკრატიაზე. ჩვენი ბიუროკრატია, სახელმწიფო მოხელეები უნდა იყვნენ აბსოლუტურად ეფექტურები და კიდევ უფრო კონცენტრირებულად უნდა იზრუნონ თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და პრობლემებზე", – განაცხადა გიორგი გახარიამ.