საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სისტემაში გარკვეული ხარვეზები არის, თუმცა ეს არ არის სისტემური ხარვეზები, რაც მნიშვნელოვანია. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ინფიცირების დადასტურების შემდეგ პაციენტების დაყოვნებას შეეხედებოდა.
პრემიერის განმარტებით, სახელმწიფოს მსგავსი ხარვეზების აღმოფხვრის რესურსი აქვს, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს რესურსები ამოწურვადია.
„როდესაც ვსაუბრობ ხარვეზებზე, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ვუყურებთ... რა თქმა უნდა, ეს არის საგანგებო მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემისთვისაც. ჯანდაცვის სისტემის და ჩვენი ქვეყნის სხვა რესურსებიც ამოუწურავი არ არის; დღეს მთავარი მიზანია, მსგავსი შემთხვევები არ იყოს სისტემური, როგორც კი ამას ვნახულობთ, მომენტალურად გვაქვს იმის რესურსი, რომ გამოვასწოროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, პანდემიის მართვა არაა ერთკვირიანი ან ერთთვიანი პროცესი და ეს დიდხანს გაგრძელდება, რაც სხვადასხვა ინსტიტუტების მუშაობაზე აისახება და საჭირო იქნება „მანუალური ჩართვა“, რათა ხარვეზები გამოსწორდეს.
„ეს ჩვენი ყოველდღიური შრომაა და ამიტომაა, რომ შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს; ამიტომაა, რომ საბჭო იმუშავებს ყოველდღიურად. ეს გვესმის... მთავარია, დავინახოთ პროგრესი და ამ პროგრესს ვხედავთ, მაგალითად, ტესტირების ნაწილში; ასევე ვხედავთ, რომ არის გარკვეული ხარვეზები და ამას მეც ვაღიარებ - ქოლ-ცენტრების ნაწილში, იქაც გასასწორებელია ყველაფერი... ასევე, ვხედავთ ხარვეზებს ინფიცირებულების ან მათი კავშირების გადაადგილების ლოგისტიკურ ნაწილში - ამ პროცესების აღმოფხვრა მიმდინარეობს და ეს გაგრძელდება“, - განმარტა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ