14.აგვისტო .2019 11:32

პრემიერი: ბაკურიანში სამ საბაგიროს ავაშენებთ

views 203
უკან

"რა თქმა უნდა, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანა. ამისათვის აუცილებელია, რომ ჩვენ ცნობადობა გავზარდოთ,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

პრემიერი სიტყვით გამოვიდა ბაკურიანში, სადაც დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა.

„ძალიან მიხარია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ რეალურად შევძელით და ზამთრის კურორტებზე 2-ჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისთვის მთის და ზამთრის კურორტების განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მასშტაბური ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ, რომ ჩვენი კურორტები მართლაც იყოს უმაღლესი ხარისხის. სწორედ ეს არის მთავარი იდეა, რომელიც ჩვენ დავისახეთ და დღეს მოეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს ხელი, რომლის მიხედვითაც, ამ ულამაზეს ადგილას ჩვენ ახალ სამ საბაგიროს ავაშენებთ,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა