04.აპრილი .2020 16:07

პრემიერი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID-19-თან ბრძოლას 4 დღეში დაიწყებს

პრემიერი: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო COVID-19-თან ბრძოლას 4 დღეში დაიწყებს
views 463
უკან

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არ არის ერთადერთი კლინიკა, რომელიც მზადდება COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, პაციენტების მისაღებად და შემდგომ მათი მკურნალობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის განმავლობაში. პრემიერის განცხადებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის.

„აქ უკვე არის იმფექციური, რომელიც თავის ფუნქციას ასრულებს. ქობულეთში არის კიდევ ერთი კლინიკა. რესპუბლიკური საავადმყოფო ფუნქციონირებას დაიწყებს ოთხ დღეში, მაგრამ სრულ სიმძლავრეზე გავა 1 კვირის-10 დღის განმავლობაში.

ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის და ზოგადად, დასავლეთ საქართველოსთვის, რამეთუ, ეს იქნება ამ ეტაპზე სრულად სპეციალიზირებული COVID-19-ის წინააღმდეგ მებრძოლი შეკრული რესპუბლიკური ცენტრი მედიცინის, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აჭარაში და საქართველოში მაქსიმალურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ქვეყანამ მინიმალური დანაკარგებით გაიაროს ეს მძიმე ბრძოლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.