10.სექტემბერი .2020 12:29

პრემიერი ბიზნესს მიმართავს

views 1217
უკან

პრემიერ მინისტრი დამსაქმებლებს თანამშრომლებზე ზრუნვისა და კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს. მთავრობის სხდომაზე გახარიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებების მხირდან კომპანიებში ამ მიზნით მონიტორინგი გამკაცრდება.

„დამსაქმებლებს მოვუწოდებ მაქსიმალური კონტროლი და ზრუნვა თითოეულ დასაქმებულზე, თერმოსკრინინგიდან დაწყებული მონიტორინგის სხვა ფორმებით დამთავრებული, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჩვენ თანამშრომლებზე. ამაზეც კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან იქნება გამკაცრებული და ჯანდაცვის სამინისტრო და უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ის საკანონდემბლო ნორმები, რომლებიც დაწესებულია მთავრობის მიერ სრულად იყოს შესრულებეული.

ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თანამშრომლებზე და იმაზე, რომ არ მოგვიწიოს ეკონომიკის მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ეს არის ძირითადი მიზანი და ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ ერთად. როგორც საქართველო აქამდე იყო ვირუსის მართვის მხრივ მაგალითი, ასევე უნდა გავაგრძელოთ და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ერთობლივი მუშაობით მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის და ყველა იმ ადამიანის, ვისაც აწუხებს ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე“ - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა