მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ბიზნესს: სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი უნდა აღვადგინოთ

5dad5fae988b7
ლიკა გურაბანიძე
21.10.19 11:40
1146
"ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და სწრაფად პრობლემების გადაჭრის მექანიზმი აღვადგინოთ, ხოლო იქ სადაც კომუნიკაციის ასეთი მექანიზმები არ არსებობდა, ახალი შევქმნათ", - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ბიზნესმენებთან დახურული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.  
 
გახარიას თქმით, ყველა ის საკითხი, რომელიც მოკლევადიან, სწრაფ და ეფექტურ რეჟიმში არის გადაწყვეტადი მთავრობის მხრიდან გადაწყვეტილი იქნება, ხოლო იქ სადაც სისტემური პრობლემებია, ბიზნესის ჩართულობით შედეგი ერთობლივად უნდა იქნას მიღწეული.  

"აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყველა გადაწყვეტილება, ან საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმდინარე პერიოდში სისტემური ცვლილებით იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, თუმცა მოლოდინებიც ადეკვატური და ობიექტური უნდა იყოს. იქ, სადაც მთავრობას მოუწევს არას თქმა, ეს არა უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა ის, რომ პასუხი იყოს ძალიან სწრაფი და ბევრი დრო არ დავხარჯოთ. იმიტომ, რომ ხშირ შემთვევაში არაც პასუხია და სამწუხარო ის არის, რომ არას ბიზნესი და კომპანიები ყველაზე დიდხანს ელოდებიან. თქვენ პრაგმატული ხალხი ხართ და აფასებთ დროს, ჩვენც საკმაოდ პრაგმატულად ვაფასებთ დროს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან რესურსს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.