12.თებერვალი.2019 11:30
ეკონომიკა, საზოგადოება, ტექნოლოგია

პრემიერი: ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემების წაშლა და გადაკეთება არის პრაქტიკულად შეუძლებელი

პრემიერი: ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემების წაშლა და გადაკეთება არის პრაქტიკულად შეუძლებელი
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საჯარო სერვისებში ბლოკჩეინის უფრო ფართოდ დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ბახტაძე მინისტრებს მოუწოდებს, რომ მათ მიერ 2019 წელს დანერგილ რეფორმებში უფრო ფართოდ იყოს გამოყენებული ციფრული ტექნოლოგიები და ბლოკჩეინი, რადგანაც ბლოკჩეინს ინფორმაციის შენახვის სხვა საშუალებებთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი სანდოობა აქვს და მასში მონაცემების წაშლა და შეცვლა თითქმის შეუძლებელია. 

"ყველას შევახსენებ, რომ 2017 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინი სახელმწიფო სერვისებში და მიწის რეგისტრაციის რეფორმა იყო ის საპილოტე პროექტი, რომელშიც დაინერგა ბლოკჩეინის ტექნოლოგია. ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ ინოვაციური მიდგომების გამოყენება ჩვენს რეფორმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბლოკჩეინი ნიშნავს იმას, რომ მონაცემების შეცვლა, გადაწერა და უკანონოდ გამოყენება თითქმის შეუძლებელია. ეს არის გარანტია, რომ ჩვენი მონაცემების დაცვის სტანდარტი არის უმაღლესი. სწორედ მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ უნდა შევძლოთ და მოვახერხოთ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაცია. ჩემი მიდგომა და ჩემი მოწოდება თითოეული სამინისტროს მიმართ გახლავთ ის, რომ რეფორმები, რომლებიც 2019 წელს დაინერგება საქართველოში, მათში გამოყენებული იყოს მსგავსი ტექნოლოგიები", - ამბობს ბახტაძე. 

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.აპრილი.2019 00:23
58

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
101

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
70

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად
18.აპრილი.2019 22:09
152

ლევან კობერიძეს გიორგი ქობულიას გათავისუფლების გამო პრემიერთან კითხვები აქვს

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:49
185

აკაკი ცომაია: გიორგი ქობულიას განცხადებები შეიძლება არ ჩაჯდა ივანიშვილის გემოვნებაში

ვრცლად
18.აპრილი.2019 21:37
104

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ქობულიას გათავისუფლებაზე: ეს ბუნებრივი პროცესია

ვრცლად