მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ჩვენი ეკონომიკა თვეების განმავლობაში მოქალაქეების სუბსიდირებას ვერ შეძლებს

5e821b0f17913
თელარა გელანტია
30.03.20 20:12
14203

„საქართველოს ეკონომიკა ვერ შეძლებს, თვეების განმავლობაში დაასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე”, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც დამატებით შეზღუდვებთან დაკაშირებული გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ცდილობს, ბალანსის დაცვას და კორონავირუსის გავრცელბასთან ბრძოლას ისე, რომ ბოლომდე არ შეზღუდოს ეკონომიკური აქტივობები.

“საყოველთაო კარანტინი ნიშნავს იმას, რაც ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, თავიდან ავირიდოთ. ეს ნიშნავს სახლიდან გამოსვლის აკრძალვას, რაც დღეს ობიექტური რეალობაა ევროპის ბევრ დედაქალაქში. ჩვენ, საბედნიეროდ, ვთვლით, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შესაძლებლობა, გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას ისე, რომ საბოლოოდ არ შევზღუდოთ ეკონომიკური აქტივობები. ამიტომ ვცდილობთ დავიჭიროთ ბალანსი. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს, ჩვენს ეკონომიკას არ აქვს იმხელა რეზერვები, რომ თვეების განმავლობაში, უმუშევრობის და ეკონომიკის გაჩერების პირობებში ასუბსიდიროს თითოეული მოქალაქე. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ხელისუფლების ერთადერთი ინსტრუმენტია, იყოს ეფექტური და წარმატებული ამ ვირუსთან ბრძოლაში, მიიღოს სწრაფი და თამამი გადაწყვეტილებები და არ აქვს იმის უფლება, რომ დააგვიანოს.