მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ჩვენი მთის მომხიბვლელობას ძალიან დიდი ძალა აქვს ტურისტებისთვის

5df0d52cc313d
თელარა გელანტია
11.12.19 15:37
816
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთის მიმართ ყურადღება გაორმაგდება, მთა უნდა გახდეს მდგრადი, უნდა გაჩნდეს ეკონომიკა, შეიქმნას კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან მთელს ქვეყანას და ექნებათ ექსპორტის პოტენციალიც.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მთის მომხიბვლელობას ძალიან დიდი ძალა აქვს ტურისტებისთვის. ამ მიმართულებით, დღეს ქვეყანა და მთავრობა ბევრს აკეთებს. ისეთი ლოკაციები, როგორიც არის მესტია, ყაზბეგი, უშგული, თრუსო, გარდა იმისა, რომ თითოეულმა ქართველმა უნდა ნახოს და იცოდეს ეს რა არის - უნდა ვანახოთ მთელს მსოფლიოს. უნდა ვანახოთ, როგორ იქმნებოდა ქართული ხასიათი, როგორ იქმნებოდა ქართული ტრადიციები. დღევანდელი დღე მინდა მივულოცო მთის შვილებს, თითოეულ თქვენგანს, რომელიც აქ ხართ, ან არ ხართ და მთაში ხართ. გვესმის, რამდენად მტკიცე ხასიათია საჭირო, რომ მთელი წლის განმავლობაში ძალიან მკაცრ, ბუნებრივ გარემოში იცხოვრო. გარდა ამისა, ბევრი თქვენგანი სახელმწიფოს ემსახურება. თქვენ ამყარებთ ჩვენს საზღვრებს რასაც დამატებითი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.