მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი, ფაქტობრივად, კონსორციუმში არ დარჩა

5d7f493af1fef
ლიკა გურაბანიძე
16.09.19 12:50
706
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი, ფაქტობრივად, კონსორციუმში არ დარჩა,“ - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გახარია განმარტავს, ანაკლიის პორტის პროექტს სერიოზული, კერძო ინვესტორები არ ჰყავს.

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ყოველთვის ვამბობდი, ის რომ წარმატებით განხორციელდეს მას პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები სჭირდება. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, არ ვიცი ამაზე კიდევ რა შეიძლება, რომ ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს.

ანაკლიას ღრმაწყლოვან პორტს სჭირდება პასუხისმგებლიანი სერიოზული, კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს.  ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა.

სახელმწიფო პროექტს უჭერდა მხარს და დაუჭერს, რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როდესაც არცერთი სერიოზული უცხოელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი ფაქტობრივად კონსორციუმში არ დარჩა და კიდევ ვიღაცას რაღაც ინტერესებს აბრალებენ, უბრალოდ არასერიოზულია", - განაცხადა გახარიამ.