მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი covid-19-ის წინააღმდეგ მთავარ ამოცანებს ასახელებს

5e8adf1aea370
დათო ჯალაღონია
06.04.20 11:48
1432
"მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, ასევე, ცხელების კლინიკების ეფექტურობა.

"არის ახალი 18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი, თუმცა ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, - განაცხადა გორგი გახარიამ