მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება

5e6b60ef2a080
ელენე გოგბერაშვილი
13.03.20 14:34
818
ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქციას უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.

„ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელსაც ჩვენ ყველა ერთად წყნარად, მშვიდად გადავიტანით, ამისთვის ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთან და საფინანსო სექტორთანაც და იმ დაგეგმილ ღონისძიებებთან ერთად ჩვენი ძირითადი მიზანია ლარის კურსთან გამკლავებაშიც ეკონომიკის სტიმულრება. დარწმუნებული ვარ, ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშულს დაუბრუნდება“-განაცახდა პრემიერმა.