23.მარტი .2020 01:01

პრემიერი: დავიცვათ დისტანცია, არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს - ეკლესიაში თუ სუპერ-მარკეტში

views 669
უკან

„დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - დავიცვათ დისტანცია და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს - ეკლესიაში თუ სუპერ-მარკეტში“, - ასე უპასუხა გახარიამ კითხვას, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად ტაძრებში ღვთისმსახურების ჩვეულებრივად გაგრძელებას შეეხებოდა.

„უშლის თუ არა ეს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას ხელს“, - იკითხა ჟურნალისტმა, რაზეც პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა:

„რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის იმას, რომ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. ეს მარტვივი თემაა, ეს გასაგებია... ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის. ამასთან ერთად, მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, რაც ბევრმა მამაომ გააკეთა. მე მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო, რომ მრევლს სთხოვო, ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასე იქმნება სახელმწიფოები; ასე ვყალიბდებით ჩვენ როგორც წარმატებული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებიც უამრავია და ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა, მოქალქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და როგორც ადრე ვთქვი, დღესაც კიდევ გავიმეორებ - დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი - დავიცვათ დისტანცია და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს ეკლესიაში თუ სუპერ-მარკეტში და როდესაც ვიღაცა საუბრობს, ათი ადამიანი ბევრია თუ ცოტა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა